დიდი დიღმის ”ევექსის” ამბულატორიული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით 23, 24 და 25 იანვარს აქცია ტარდება.
აქციის ფარგლებში, კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები 3 დღის განმავლობაში პაციენტებისთვის უფასო იქნება: პირადი ექიმის კონსულტაცია, დერმატოლოგის კონსულტაცია, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგის კონსულტაცია, ალერგოლოგის კონსულტაცია, ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია, ანგიოლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ონკოლოგის კონსულტაცია, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა.
„ევექსის“ ახალი ამბულატორიული ცენტრი დიდ დიღომში, პეტრიწის ქ. #16-ში მდებარეობს. უფასო კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.