ევროზონის 16 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცეს ევროპისათვის ფინანსური სტაბილურობის დაცვისა და ანტიკრიზისული დახმარების მექანიზმი. ახალი, მსოფლიოს ისტორიაში უმსხვილესი ევროპის სტაბილაზიციის ფონდის მოცულობა 750 მლრდ ევროს შეადგენს.
ანტიკრიზისული მექანიზმი სამ წელზეა გათვლილი.
ანტიკრიზისული დახმარების მექანიზმი, შესაძლოა, ევროზონის ნებისმიერი ქვეყნისთვის ამოქმედდეს, რომელიც საბერძნეთის მსგავსად საბიუჯეტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
ევროზონის არაწევრი ქვეყნები _ პოლონეთი და შვედეთი აღნიშნულ სქემას ასოცირებული წევრების ფორმით შეუერთდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს ევროპის საერთო სტაბილურობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა მინისტრებმა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სახელმწიფო ვალს აგროვებენ, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიიღეს.