ინგლისის საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ სიტი მზადაა ლიონელ მესიში 115 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ გამოცემა სანი იტყობინება. ოფიციალური წინადადებით კლუბის ხელმძღვანელობას კატალონიური ბარსელონასთვის ჯერ არ მიუმართავს. მიმდინარე სეზონში მესიმ კატალონიელთა რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.