ოქროს ფასი იზრდება, ევროპაში სახელმწიფო ვალის კრიზისის არსებითი გაძლიერება კი ძვირფასი ლითონის ღირებულების უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ შვეიცარიული ბანკის UBშ-ის მოხსენებაშია ნათქვამი.
ბანკის ექსპერტები ევროპაში შექმნილი ფინანსური ვითარების გაუარესების გამო უახლოესი 12 თვის განმავლობაში უნცია ოქროს გაძვირებას 1500 დოლარამდე ელოდებიან.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქრო 11 პროცენტით გაძვირდა.