მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, მაგრამ ევროპის ვალთან დაკავშირებული კრიზისი ეკონომიკის აღდგენის გზაზე ახალ დაბრკოლებებს ქმნის. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, 2010-2011 წლებში მსოფლიო მშპ 2,9-3,3 პროცენტით, 2-12 წელს კი _ 3,2-3,5 პროცენტით გაიზრდება.
ექსპერტთა აზრით, განვითარებადი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის ლოკომოტივად დარჩება. ამ ჯგუფის სახელმწიფოებში მშპ 2010-20123 წლებში _ 5,7-6,2 პროცენტით გაიზრდება.
ამავე დროს განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა შედარებით ნელი ტემპებით განვითარდება. ანალიტიკოსთა თქმით, 2010 წელს ამ ქვეყნებში მშპ 2,3 პროცენტით გაიზრდება, რაც არასაკმარისი იქნება იმისათვის, რომ 2009 წლის მშპ-ის ვარდნის კომპენსაცია მოახდინოს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მსოფლიო ვაჭრობა სწრაფი ტემპებით განვითარდება. ეკონომისტები ელოდებიან, რომ ეს პროცესი ეკონომიკის საბოლოო აღდგენას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს მსოფლიო სავაჭრო ოპერაციები, შესაძლოა, 21 პროცენტით გაიზარდოს, 2011-2012 წლებში კი ზრდა წელიწადში 8 პროცენტს მიაღწევს.
ექსპერტთა განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზები დაფუძნებულია იმ ფაქტორზე, რომ საერთაშორისო ფონდისა და ევროკავშირის ძალისხმევა ევროზონაში სრულმასშტაბიანი სავალო კრიზისის შესაჩერებლად წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა ეს პროცესი წარამტებით თუ არ დასრულდება, სერიოზულ პრობლემები შეექმნება არამხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებად სახელმწიფოებსაც, რომელბიც სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობებით მჭიდროდ არიან დაკავშირებული პრობლემურ რეგიონებთან.