საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ამ დრომდე სამინისტროში რაიმე სერიოზული სახის შენიშვნა არ შესულა.
"ჯერჯერობით მხოლოდ კოსმეტიკურ ხასიათის შენიშვნებია შემოსული. თუმცა ბუნებრივია ახალი კოდექსის სამუშაო ვარიანტში ბევრი ხარვეზები იქნება გაპარული, რაც ყველა ახლა პროექტს ახასიათებს. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ ამ დრომდე რაიმე კონცეპტუალური შენიშვნა არ მიგვიღია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისვე თქმით, 14 ივნისს ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც შემოსული შენიშვნების და მოსაზრების განხილვა მოხდება.