საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შპს «ნტმ»-ზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილა. აღნიშნული გარდაბნის რაიონის სოფ. კალინინოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს.
კომისიამ სხდომაზე, ასევე, განიხილა რუსუდან ჯანელიძესა და სს «თელასს» შორის არსებული დავა. საკითხის განხილვის შედეგად სამართლიანად იქნა მიჩნეული მოქალაქის პრეტენზია და სს «თელასს» დაევალა 1141,52 ლარის ჩამოწერა. ნ. პაპიაშვილსა და შპს «ყაზტრანსგაზ-თბილისს» შორის არსებული დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა და მომხმარებლისათვის 481.09 ლარის დარიცხვა უსაფუძვლოდ იქნა მიიჩნეული.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოქალაქე ფურცხვანიძესა და სს "ქუთაისგაზს" შორის საკითხის განხილვის შედეგად, მომხმარებელს ზედმეტად დარიცხული დავალიანება ჩამოეწერა.