ხვალ, 3 ნოემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებისთვის განსასჯელების სასამართლო პროცესი განახლდება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს.
საქმეში 28 განსასჯელია. 13 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მუხროვანის სამხედრო ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.