საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
"ეს პროცესი ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. დოლარის პოზიციები საკმაოდ მყარდება, რაც ძირითადად ევროს პოზიციების დათმობას უკავშირდება. ევროპაში სასესხო კრიზისია და საბერძნეთი ამ კრიზისში უკვე შეყვანილია, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანას სასესხო კრიზისის რისკები აქვთ. შესაბამისად ევრომ თავისი პოზიციები საკმაოდ დასთმო, რამაც დოლარის გამყარება გამოიწვია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, აღნიშნულის გამო მსოფლიო ვალუტებისგან ლარი გამონაკლისი არ არის და დოლარის გამყარებაზე შესაბამისად რეაგირებს.
"რაც შეეხება ფასების ზრდას ჩვენ არ ველოდებით. დოლარის კურსი გამყარება ფასების ზრდას არ უკავშირდება. ინფლაცია დამოკიდებული ჭარბი ფულის მასაზე და არა კურსის სხვაობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.