დღეს, 10 ივნისს, საქართველოში Yves Delorme -ი რეგიონალური მენეჯერი ამიერკავკასიაში სლავა ზაიცევი ჩამოდის. თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი - Yves Delorme-ი, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. მაღაზია, რომელიც ბრენდის ოფიციალურ "ფრენჩაიზინგს'' წარმოადგენს, სანაპიროს ქუჩა #2-ში მდებარეობს. მას ამჯერად, ე. წ. "სატესტო'' გახსნა აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 10 ივნისს თბილისში მხოლოდ ერთი დღით, ჩამოდის ბრენდის რეგიონალური მენეჯერი ამიერკავკასიაში - სლავა ზაიცევი. ამ ეტაპზე, მაღაზიაში წარმოდგენილია საბაზო კოლექცია, რომელიც ყველა ახალ კოლექციაში ძირითად ხაზად რჩება და ათი წლის განმავლობაში უცვლელია.
Yves Delorme-ი - მსოფლიოში აღიარებული, დახვეწილი, ევროპული თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა. ის ფრანგული ფირმა - Fრემაუხ Dელორმე -ის წარმომადგენელია, რომელიც მაღალხარისხიან თეთრეულს 1845 წლიდან აწარმოებს.
ბრენდს მსოფლიოს 45 ქვეყანაში 450 მაღაზია აქვს. ბრენდის კოლექციები აერთიანებს სამ ძირირად მიმართულებას: "კლასიკა'', "რომანტიზმი'' და "დეკო''.
Yves Delorme-ის პროდუქცია პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. ფასები 50 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. მაღაზიაში წარმოდგენლი პროდუქციის შორისაა: ლოგინის თეთრეული, ლოგინის გადასაფარებლები, საბნები, ბალიშები, პლედები, პირსახოცები, აბაზანის ხალათები, მაგიდის გადასაფარებლები, ჩაის ტილოები, სახლის დეკორატიული აქსესუარები.
მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია ფრანგული, სახლის აქსესუარებისა და საჩუქრების მწარმოებლი კომპანია - შია- ს პროდუქციაც.
ინფორმაციისთვის, შემოდგომაზე იგეგმება Yves Delorme -ის მაღაზიის მასშტაბური პრეზენტაცია.