თბილისის საკრებულომ დღეს  2017 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს.  ოპოზიცია მერიას პრიორიტეტებს უწუნებს.  გაზრდილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აღდგენის საერთო ხარჯები, მაგრამ შემცირებულია რამდენიმე რაიონის გზების მოვლა-შეკეთების თანხა. ასევე მცირდება ჯანრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება.   შემცირებულია ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხებიც, მაგრამ დაახლოებით 2 მილიონით იზრდება გამწვანების ღონისძიებების დაფინანსება.  ასევე იზრდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა.  მიმდინარე წელთან შედარებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება განათლების სფეროს დაფინანსებისთვის.