სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ლიანდაგის მიმდებარედ, ოჯახის წევრთან ერთად მუშაობდა, ის მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.