დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე  ჯეიმს მეტისი ოფიციალურად წარადგინა.  არჩეული პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა  განთავსებული. ტრამპმა მეტისის ერთ- ერთ მთავარ ღირსებად  პრინციპულობა დაასახელა და აღნიშნა, რომ პენტაგონის მომავალ ხელმძღვანელს  თავდაცვის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.  თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე  ჯეიმს მეტისი კონგრესმა უნდა  დაამტკიცოს.