ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში. კუნძულ სუმატრაზე  6, 4  მაგნიტუდის მიწისქვეშა  ბიძგები დაფიქსირდა.  სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 54 ადამიანი ემსხვერპლა.  სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები  ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.