სირიაში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. ავიადარტყმები გამთენიისას იდლიბის პროვინციაზე განხორციელდა, რასაც 21 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. სირიის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ავიაიერიშები რუსულმა ავიაციამ განახორციელა.