ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ახალციხე-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.