დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში, დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციაო სამუშაობის დაწყებას.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, პროექტით გათვალისწინებულია, გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაცია (შეცვლა) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით; ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზება, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისით. საკანალიზაციო სისტემის განახლება; ვიდეოკამერების დამონტაჟება სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით; გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა და გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონით საფარის მოწყობას.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით, რომელზეც გზების დეპარტამენტმა სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე განახორციელა.
სამუშაოებს ასრულებს ჩინური სამშენებლო კომპანია "სინოჰიდრო".