2009 წელს აბონენტებმა მობილურ ტელეფონზე გაწეული ხარჯები შეამცირეს. საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2009 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიური შემოსავლების ოდენობა საშუალოდ ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით 2000 წელს 57.74 ლარს, 2006 წელს - 31.8 ლარს, 2007 წელს 22.6 ლარს, 2008 წელს 25.9 ლარს, ხოლო 2009 წელს 22.1 ლარს შეადგენდა.
ამავე ანგარიში მიხედვით, მობილური ტელეფონიის შემოსავლების საერთო კლების პარალელურად, 2009 წელს კვლავ მზარდი იყო აბონენტების რაოდენობა. 2009 წელს, წინა წელთან შედარებით მობილურ ქსელში 213 616 აბონენტი ჩაერთო და საერთო ჯამში მათმა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა