2009 წელს პირველად საქართველოში მობილური სატელეფონო მომსახურების შთამბეჭდავი ზრდის შემდეგ, დაფიქსირდა 74 მილიონი ლარით კლება.
მობილურის შემოსავლების ზრდის ტემპი 2006 წელს 53,05%, 2007 წელს 8,35 %
2008 წელს 25, 67% იყო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციის
ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2009 წლის ანგარიშში.
ამავე ანგარიში მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონიის საერთო შემოსავალმა 2009 წელს დაიკლო, მცირედით შემცირდა მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრის შემოსავლებში მისი წილი.
"მობილური ტელეფონიის შემოსავლების საერთო კლების პარალელურად, 2009 წელს კვლავ მზარდი იყო აბონენტების რაოდენობა. 2009 წელს, წინა წელთან შედარებით
მობილურ ქსელში 213 616 აბონენტი ჩაერთო და საერთო ჯამში მათმა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა", _ აღნიშნულია ანგარაიშში.