შპს "მაგთიკომის" აბონენტების რიცხვი პირველად მისი საქმიანობის მანძილზე შემცირდა 78 817 აბონენტით. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2009 წლის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, აბონენტების რაოდენობაში კლების პარალელურად, შპს "მაგთიკომს" კლება აქვს მობილური ტელეფონიის მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლების მხრივაც. თუმცა, "აღსანიშნავია, რომ შპს "მაგთიკომი" შევიდა ფიქსირებული ტელეფონიის ბაზარზეც და გარკვეული შემოსავალი (და ახალი აბონენტებიც) ამ სეგმენტიდანაც მიიღო. მცირეოდენი სხვაობაა მობილური კომპანიების წილებში აბონენტებისა და მიღებული შემოსავლების მიხედვით".
მობილური ტელეფონიის ბაზარზე, დღეისათვის საქართველოში სამი კომპანია
ოპერირებს _ შპს "მაგთიკომი", შპს "ჯეოსელი" და შპს "მობიტელი" (სავაჭრო
ნიშანი _ ბილაინი).
შპს "მობიტელი" შედარებით ახალი ოპერატორია ქართულ ბაზარზე, მან საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო. მან უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აქტიური და აგრესიული კამპანიის შედეგად, საკმარისად დიდი რაოდენობის აბონენტების მოზიდვაც მოახერხა. ერთი წლის მანძილზე (2009 წელს) 140 271 ახალი აბონენტი აიყვანა.