საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულო ბებმა 485,8 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ და ფისკალურ მიმოხილვაში განმარტებულია, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს შორის, საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილი 72 პროცენტია, ხოლო ვალ დებულებების ზრდის შედეგად მიღებული შემოსულობების
_ 6 პროცენტი.
"აპრილში მთავრობამ გააგრძელა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რის შედეგადაც თვის განმავლობაში მოზიდულ იქნა 13,5 მლნ ლარის რესურსი", _ განმარტავს სებ-ი
ამავე უწყების ინფორმაციით, ოთხი თვის შემოსულობებმა 2,25 მლრდ ლარი შეადგინა და ნახევარი წლის გეგმის 69,2 პროცენტს შეადგენს.