რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტიდან გამოსვლის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ეხმაურება. „რუსეთის ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ვწუხვართ,“-აცხადებს ფედერიკა მოგერინი. პუტინმა ჰააგის სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვით ხსნის.