საქართველოს კონტროლის პალატის მონაწილეობით აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს არაერთი დანაშაულის გამოვლენა. როგორც კონტროლის პალატის 2009 წლის ანგარიშშია ნათქვამი, შედეგად 21 პირი მიცემულია პასუხისგებაში, ხოლო სახელმწიფოსათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობამ 3 324 233 ლარი შეადგინა.
ამავე ანგარიშით მნიშვნელოვანია: შპს „საქნავთობი-სამგორი" - 963 614 ლარი; სს "თბილსრესმშენი", სს "ერისიმედი", შპს "მშენებელი" - 950 000 ლარი;
• სს „გუდაური" - 740 000 ლარი; შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" - 670 619 ლარი.