საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წელს ჩატარებულმა აუდიტებმა დაახლოებით 4 მილიარდ 455 მილიონი ლარის ბიუჯეტი მოიცვა.
საანგარიშო პერიოდში პალატის მიერ 2009 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის დაახლოებით 1 195 შემთხვევა.
კონტროლის პალატის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, ხშირად ირღვეოდა შემდეგი აქტები:
• „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონი;
• 2008 და 2009 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონები;
• „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;
• „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ" დებულება;
• „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ" ინსტრუქცია;
• „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ" ინსტრუქცია;
• „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" ინსტრუქცია.
სულ კონტროლის პალატამ 2009 წელს 243 აუდიტი ჩაატარა. აღნიშნული 2008 წელს ჩატარებულ შემოწმებების რაოდენობაზე 60 ერთეულით ნაკლებია.