საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2009 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად რიგ უწყებებში გამოვლინდა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობა.
როგორც კონტროლის პალატის 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა შეუძლებელს ხდის გაწეული ხარჯებისა და შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენას.
ანგარიშის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული 19 ხელშეკრულებას, რომლის ჯამური ღირებულება 2 536,8 ათასი ლარი, არ ახლავს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციია.
იგივე მდგომარეობაა სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელებული, 130,0 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოების შემთხვევაშიც.