საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2009 წელს ჩატარებულია 243 აუდიტი. აღნიშნული 2008 წელს ჩატარებულ შემოწმებების რაოდენობაზე 60 ერთეულით ნაკლებია.
2009 წელს ჩატარებულ შემოწმებებს შორის 209 გეგმური შემოწმებაა, ხოლო 34 არაგეგმური. აღნიშნული 2008 წელს შესაბამისად 267 გეგმიურს და 36 არაგეგმიურს შეადგენდა.
როგორც კონტროლის პალატს 2009 წლის ანგარიშია აღნიშნული, 2009 წელს აუდიტის რაოდენობის შემცირების ფაქტი პალატაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებითა და აუდიტების ხარისხის ზრდისაკენ სწრაფვით აიხსნება.
"პალატის საქმიანობის ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს არა ჩატარებული აუდიტების რაოდენობა, არამედ მათი ხარისხი", მიიჩნევენ კონტროლის პალატაში და განმარტავერნ, რომ "რეფორმირების გზაზე საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორული საქმიანობის ახალებური ხედვის მაგალითია ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში 68 აუდიტი ჩატარდა კამერალური ფორმით (2008 წელს მხოლოდ ერთი იყო ასეთი)".
აუდიტის კამერალური ფორმა გულისხმობს აუდიტის ჩატარებას აუდიტის
ობიექტზე მისვლის გარეშე, გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
კონტროლის პალატის ანგარიშის მიხედვით, კამერალური ფორმით ჩატარებული აუდიტების რაოდენობის ზრდაზე აქცენტირებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აუდიტის ობიექტს არ ექმნება რაიმე უხერხულობა და არ ფერხდება მისი საქმიანობის ჩვეულებრივი რიტმი. შემცირდა როგორც აუდიტებში მონაწილე აუდიტორთა, ასევე საშუალოდ ერთ აუდიტში მონაწილეთა რაოდენობა ანუ
შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის პროდუქტის ნაკლები დანახარჯებით მიღება.