სან-დიეგოში მოქმედი კომპანიის, PacketSled-ის დირექტორი მეთ ჰარინგი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. ჰარინგმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს სნაიპერული შაშხანიდან ესროლოს. პოსტი პორტალ Reddit-ზე მოხვდა, სადაც ის ტრამპის მხარდამჭერებმა ნახეს და ამის შესახებ სამართალდამცავებს აცნობეს.