5 ივნისს ვისოლმა კახეთის გზატკეცილზე ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გასხნა. ავტოგასამართ სადგურზე ვისოლი მომხმარებელს არამარტო დიზელსა და ბენზინს, არამედ ყველაზე იაფ საწვავს - ბუნებრივ გაზს სთავაზობს. ახალ ავტოგასამართ სადგურზე სხვა პროდუქტებთან ერთად ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.