ტაჯიკეთის დედაქალაქში საყოველთაო მზადებაა. დუშამბეს მერის, მაჰმადსაიდ უბაიდულოევის განკარგულებით, ქალაქში პრეზიდენტ რახმონის გიგანტური პლაკატები გააკრეს, წარწერით „ჩვენი პრეზიდენტი- ჩვენი ლიდერი.“ მერიამ დედაქალაქის სკოლებში პრეზიდენტზე თემატური ნახატების კონკურსიც გამოაცხადა, სახელწოდებით, „პრეზიდენტი ბავშვების თვალით.“გამარჯვებულს სპეციალური ჟიური 16 ნოემბერს გამოავლენს. ეს თარიღი ხელისუფლებამ პრეზიდენტის დღედ გამოაცხადა.