მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. იგორ დოდანი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად უკვე გამოცხადდა. პრორუს კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 52,29 პროცენტმა მისცა. პროევროპული პარტიის ლიდერს, მაია სანდუს კი მხარი 47,71 პროცენტმა დაუჭირა.