პრორუსმა კანდიდატი აირჩიეს პრეზიდენტად ბულგარეთშიც. სოციალისტური პარტიის ლიდერს, რუმენ რადევს ხმა ამომრჩეველთა 58 პროცენტმა მისცა, მმართველი პარტიის კანდიდატს, ცაცკა ცაჩევას კი მხარი 35 პროცენტმა დაუჭირა. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე მოქმედმა პრემიერმა ბოიკო ბორისოვმა მთავრობა სრული შემადგენლობით დაითხოვა. 53 წლის რუმენ რადევი ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაურია. ის მხარს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას უჭერს.