ავღანეთის პოლიციამ გერმანიის საკონსულოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ჰამა პრესი“ იტყობინება. თავდასხმა ქალაქ მაზარი-შარიფში განხორციელდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 130-მდე კი დაშავდა. რადიკალთა თავდასხმის მოგერიება ქართველი სამშვიდობოების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.