დღეს „ცენტრპოინტის“ საქმის განხილვა გაგრძლდება. სასამართლო, ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავს და გადაწყვეტს, საქმე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეუსრულებლობასთან თუ თაღლითობასთან აქვთ. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პროცესზე მოწმეები მაია რჩეულიშვილის სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებას. განხილვა 13 საათზე არის ჩანიშნული.