საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ეწვია. დიპლომატი ქართველ კოლეგას, პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბოლოს 2008 წელს იმყოფებოდა.