საპარლამენტო თანამდებობების უმრავლესობას “ქართული ოცნების” ახალი წევრები დაიკავებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა გუნდმა ირაკლი კობახიძე დაასახელა. ცნობილია მისი მოადგილეებიც. რაც შეეხება კომიტეტებს, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში არსებული 15 კომიტეტიდან 13 კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეც დაასახელა. მათი უმრავლესობა, მმართველი პარტიის ახალი წევრია. კომიტეტის თავმჯდომარეთა დამტკიცებას კი 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.