რუსეთში ზიკას ვირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა. მისივე თქმით, 10-ვე ინფიცირებული რუსეთში უცხოეთიდან ჩავიდა. ამ დროისათვის მათ სტაციონალური მკურნალობა უტარდებათ. პოპოვას მტკიცებით, რუსეთში ზიკას ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს.