ირანში ორმაგი მოქალაქეობის მქონე აკადემიკოსი ჰომა ჰუდფარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეცნიერი ირანში ივნისში დააკავეს, მისი გათავისუფლება კი კანადასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური მოლაპარაკების დაწყებიდან ერთ კვირაში გახდა შესაძლებელი. აკადემიკოსი კანადაში ომანის მთავრობის დახმარებით დაბრუნდა. მოლაპარაკებებში ომანს გარდა იტალია და შვეიცარიაც მონაწილეობდნენ.