ინგლისის პრემიერ-ლიგის მე-6 ტურში მანჩესტერელებმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ლესტერ სიტის უმასპინძლეს. შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი პოლ პოგბამ, კრის სლომინგმა, ხუან მატამ და მარკუს რაშფორდმა გამოიჩინეს. სტუმართაგან კი ერთი ბურთი გრეიმ გაქვითა. მოგებული თამაშით მანჩესტერი სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადავიდა, ლესტერმა კი მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.