საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ადასტურებს, რომ ევროპიდან შეთავაზებები აქვს. ვრცელი ინტერვიუ მან „სპორტ ექსპრესს“ მისცა.
„სეზონის ბოლოს კონტრაქტი მეწურება. ბევრი შემოთავაზება მაქვს ესპანეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, რუსული კლუბებიდან. თუ აქედან წასვლამ მომიწია, პრიორიტეტი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ევროპა იქნება, თუმცა წასვლა არ მინდა. თუ კონტრაქტს გამიგრძელებენ, დავრჩები, რადგანაც სპარტაკი ჩემი მშობლიური სახლია,“-აცხადებს ფეხბურთელი.
ანანიძის მიმართ დაინტერესება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ქართველმა პირველ 8 ტურში 5 ულამაზესი გოლი გაიტანა.