დღეს, 31 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აზია-წყნარიოკეანეთის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI-) დელეგაციის წევრები საქართველოში მომუშავე ქართველ ბიზნსმენებს შეხვდებიან. შეხვედრები გაიმართება საბანკო, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის სფეროს და თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებთან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატადან აცნობეს, CACCI- -ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან CACCI- -ის პრეზიდენტი ჰარვი ჩანგი და ვიცე-პრეზიდენტები.
აზია-წყნარიოკეანეთის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია თბილისში 29 მაისს ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდნენ.