მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. US Open-ის მესამე წრეში მან შვედი იოჰანა ლარსონი დაამარცხა და დიდი შლემის ტურნირებზე მოგებული თამაშების რაოდენობით აბსოლუტური ლიდერი გახდა. მას დიდ შლემზე 307 შეხვედრა აქვს მოგებული. 306 მოგებით დღმდე მსოფლიო რეკორდსმენად უილიამსის თანამემამულე მარტინა ნავრატილოვა ითვლებოდა.