ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას 1-ლი ივნისიდან იწყებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთის ფასი აღნიშნული მიმართულებით ბილეთის ფასი 19 ლარიდან იწყება.
ახლო მომავალში ავიაკომპანია ახალი საერთაშორისო ავიარეისების განხორციელებასაც გეგმავს. კერძოდ, რეისები ანტალიის, კიევისა და სხვა ქალაქების მიმართულებით შესრულდება.