საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას უახლოეს ხანებში თანამშრომლობის ახალი პროგრამის რეალიზაციის დაწყებაზე, შესაძლოა, უარი უთხრას.
ექსპერტების თქმიტთ, უარის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ ფონდი დარწმუნებულია, რომ 2010 წლის უკრაინის ბიუჯეტში არსებითად შემციერბული დეფიციტია ჩადებული.
ფონდში მიანიშნებენ, რომ უკრაინის რეალური დეფიციტი წლის შედეგების თანახმად, მშპ-ის არა 5,3 პროცენტი, არამედ 14 პროცენტია. ამის გარდა სავალუტო ფონდი უკრაინის მხრიდან "ნაფტოგაზის" პრობლემის გადაჭრის მცდელობას, საპენსიო სისტემის რეფორმას და მოსახლეობისთვის გაზის ფასის გაზრდის სურვილს ვერ ხედავენ. "დღეს თუ გავითვალსიწინებთ შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, საპენსიო სისტემის რეფორმაზე და გაზის საფასურის გაზრდაზე არავინ არ წავა", _ აცხადებენ ექსპერტები.