რუსეთი, შესაძლოა, წლის ბოლომდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ალექსანდრ გრუშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ იყო, ის მაინც ახორციელებდა თავის მოღვაწეობას, როგორც წევრი სახელმწიფო. დადგა დრო, როდესაც ეს ორი რეალობა უნდა გაერთიანდეს და თუ კეთილი ნება იქნება, ჩვენ წლის ბოლომდე ორგანიზაციის წევრი გავხდებით", - განაცხადა გრუშკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას1993 წლიდან ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მოსკოვში ვტო-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობაა აუცილებელი.