პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა. მეტრეველის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო პარტიის „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ გაერთიანება.
„პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს იყო ახალი ძალა. მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. მართალია, პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
"მერაბ მეტრეველის პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია. მინდა, გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.