ცესკოს მომავალი არჩევნებისათვის საკუთარი სტამბის დაარსება სურს. არგუმენტად კი ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვის Eშესაძლებლობას ასახელებს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიემ დღეს პარალმენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გააკეთეს.
როგორც ხარატიშვილი აცახადებს, თუ ცესკოს საკუთარი სტამბა ექნება ამით ბიუჯეტში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები დაიზოგება. მისი განმარტებით, ცესკოს მხოლოდ ბიულეტინების დაბეჭდვისათვის სტამბებისთვის 600 ათას ლარზე მეტის გადახდა უწევს. ასევე ცალკე თანხაა გადასახდელი დასაბეჭდ მასალაში, რაც საერთო ჯამში მილიონზე მეტი გროვდება.
გიზო მჭედლიძის გამარტებით, ცესკოს სტამბა იმუშავებს მხოლოდ ბიულეტინების დაბეჭდვაზე, ასევე ამ სტამბაში იქნება შესაძლებელი დაიბეჭდოს გარკვეული ინსტრუქციები და სერთიფიკატები, რომელიც ცესკოს საქმიანობისათვის ესაჭიროება.
"თუ ერთხელ განვახორციელებთ ინვესტიციას, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი თანხა დაიზოგება", - აცხადებს ხარატიშვილი და დასძენს, რომ სცესკოსათვის საჭირო სტამბის კითხვა მხოლოდ ერთი არჩევნებისათვის ბიულეტინების დასაბეჭდად საჭირო თანხითაც იქნება საკმარისი.