ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური სოფელ ახალ სამგორში, გამარჯვებასა და მეურნეობის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მოსახლეობის ნაწილი პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების მოხსნაზე საუბრობს. სოფლებში აქტუალურია უმუშევრობის, წყლისა და შიდა გზების პრობლემა.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ხელისუფლება არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დახმარება ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ. ადგილობრივებმა წიკლაურს მხარდაჭერა გამოუცხადეს.