მოძრაობის პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არტიუშ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა. ის ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის. ამის მიზეზად კანდიდატმა ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება დაასახელა.
ამბარცუმიანის მტკიცებით, პარტია ამავე რეგიონში მომუშავე აქტივისტების უმეტესობამაც დატოვა და პოლიტიკურ მოძრაობაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.