მკაცრ ეკონომიკურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მთავრობის გეგმას ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის 15 მლრდ ევროთი, 11 პროცენტიდან 6 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.
დოკუმნეტი ასევე გულისმობს საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების შემცირებას.
დოკუმნეტის არ მიღება ხოსე ლუის საპატეროს ხელმძღვანელობით, სოციალისტური მთავრობისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
ესპანეთში უმუშევრობა 20 პროცენტს აღემატება. ბევრი ესპანელი შიშობს, რომ მთავრობის პროექტი მხოლოდ გააძლიერებს სოციალურ დაძაბულობას.