ხვალ, 29 მაისს, თბილისში აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ჩამოდის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატადან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.
31 მაისს კი, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დელეგაციის წევრები საქართველოში მომუშავე ქართველ ბიზნსმენებს შეხვდებიან. შეხვედრები გაიმართება საბანკო, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის სფეროს და თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებთან.
ჩAჩჩI-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩAჩჩI -ს პრეზიდენტი ჰარვი ჩანგი ვიცე-პრეზიდენტები და სხვა.